გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2010-11-10 17:04:34
სამეწარმეო ურთიერთობაში ვალდებულებითი სამართლის მომწესრიგებელი ნორმები

სალექციო კურსი
ავტორი  
გთსუ პროფესორი სიმონ თავართქილაძე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და მეწარმეთა შესახებ კანო­ნის მიღებიდან ათეულ წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის მანძილზე კანონებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებამ სამეწარმეო აქტივობისა და ბიზნეს გარიგებათა ლეგალიზაციის მაჩვენებელთა მკვეთრი ზრდა გამოიწვია. თუ 2001-2003 წლებში რეგისტრირებულ მეწარმეთა საშუალო წლიური მაჩვენებელი 17 ათასს არ აღემატებოდა. 2004 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 30 ათასი, 2005 წელს 54 ათასი, 2006-2008 წლებში საშუალოდ 100 ათასი შეადგინა. რაც თითქმის 7-ჯერ და მეტად აღემატება 2003 წლის მაჩვენებელს. ბუნებრივია, მკვეთრად იმატა ბიზნეს გარიგება­თა და სახელშეკრულებო ურთიერთობათა მოცულობამ. შესაბამისად წარმოჩინდა მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სწორად გააზრების, აუცილებლობა, რამაც საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების მოწესრიგება მოითხოვა.