გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2010-06-23 18:43:11
ბიოლოგია, VII

დასახელება ბუნება
კლასი VII
ავტორი მარინა სეხნიაშვილი, დარეჯან ლორთქიფანიძე
ფორმატი A4
გვერდების რაოდენობა 72 გვ 
გამოცემის თარიღი 2009
ყდა რბილი 
ISBN 
978-99940-90-3-89

სახელმძღვანელო თავისი შინაარსით შეესაბამება ეროვნული სასწვლო გეგმით განსაზღვრულ საგნის სწავლების მიზნებსა და საგნობრივ პროგრამას. იგი ფარავს მოცემული კლასის სტანდარტით გათვალისწინებულ ყველა შედეგსა და ინდიკატორს.
სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, აღმოჩენებით, კვლევებით, თანამშრომლობით სწავლას, ინფორმაციის სხვადასხვა გზით მოპოვებას, მის ანალიზს, შეფასებას და სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენას.
სახელმძღვანელოში გამოყენებული ფერები და რუბრიკები ხელს უწყობს აღქმადობას და სახელმძღვანელოში სწრაფ ორიენტირებას. რუბრიკა — „უნდა იცოდე და შეძლო...“, მასწავლებელს დაეხმარება გაკვეთილის მიზნისა და შეფასების ხერხების განსაზღვრაში, ხოლო მოსწავლეებს — გაკვეთილიდან მთავარის გამოყოფასა და თვითშეფასებაში.
სახელმძღვანელო შედგება მოსწავლის წიგნის და მასწავლებლის წიგნისგან.