გამომცემლობა 'კლიო'
2018-08-18 16:44:01
მასწავლებლის წიგნები და დამხმარე ელექტრონული მასალა

პატივცემულო მასწავლებლებო!

გთავაზობთ ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების მასწავლებლის წიგნის ელექტრონულ ვერსიებს. ასევე დამხმარე ელექტრონულ მასალას შემდეგ საგნებში: ბუნებისმეტყველება (მე-5-6 კლასები), Русский Язык (მე-5-6 კლასები), ხელოვნება (1-ლი - მე-6 კლასები), მუსიკა (1-ლი - მე-6 კლასები).

მასწავლებლის წიგნები და დამხმარე ელექტრონული მასალა შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან ისარგებლოთ ონლაინ.


2018-07-20 15:32:36
გრიფირება — 2018-2019

გააკეთეთ სწორი არჩევანი!

ძვირფასო პედაგოგებო,

სულ მალე გამოქვეყნდება იმ სახელმძღვანელოების ჩამონათ­ვალი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს წლევანდელი გრიფირების პროცესი და რომლები­თაც მომდევნო წლებში 1-6 კლასების მოსწავლეები ისწავლიან.

ჩვენმა გამომცემლობამ კონკურსზე რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო წარადგინა — „ჩვენი საქართველო“, „მე და საზოგადოება“, „ბუნებისმეტყველება“, „ხელოვნება“, „მუსიკა“, Русский язык.

წიგნების ელექტრონული ვერსიების დათვალიერება შესაძლებელია ონლაინ.

მე და საზოგადოება (მე-3-4 კლასი


2013-04-13 12:27:04
საქართველოს საგანძური

„საქართველოს საგანძური“ წარმოადგენს წიგნების სერიას საქართველოს ღირსშესანიშნაობების, მისი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის  შესახებ. 

ამ ეტაპზე გამოცემულია სერიის ორი წიგნი:


2012-09-08 18:09:05
ისტორია და ამოუცნობი სამყარო

გამომცემლობა „კლიო“ გამოსცემს სერიას „ისტორია და ამოუცნობი სამყარო“.
უკვე გამოსულია:
— ტირანები (ისტორიის 100 ყველაზე სასტიკი დესპოტი და დიქტატორი)
— 100 გამოჩენილი მხედარმთავარი
— კანიბალიზმის ისტორია 
— მასონები - იდუმალი საძმო
— მაფიის ისტორია
— ისტორიის უდიდესი ბრძოლები
— 100 გამოჩენილი მეცნიერი 


1 2>>>