გამომცემლობა 'კლიო'

გამომცემლობა "კლიო" დაარსდა 2003 წელს. იგი გთავაზობთ საცნობარო, მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერო-პოპულარული, მემუარული და სხვა სახის ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, აგრეთვე ქართულ ეროვნულ ნიადაგზე შექმნილ უმაღლესი და საშუალო სკოლების სახელმძღვანელოებს, დამხმარე სასწავლო და თვალსაჩინო მასალას.

გამომცემლობა "კლიოს" გააჩნია მძლავრი კომპიუტერული ცენტრი, რაც უზრუნველყოფს გამოსაცემი ლიტერატურის მომზადების სრულ ციკლს. გამომცემლობა "კლიო" თანამშრომლობს საქართველოს წამყვან სტამბებთან და აგრეთვე გააჩნია კონტაქტები თურქეთის, ჩინეთის, ინდონეზიის სტამბებთან რათა შესთავაზოს კლიენტს საუკეთესო პირობები და ფასები.